მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში შაშის ტურნირი ჩატარდა
16-11-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლა აქტიური სპორტული ცხოვრებით გამოირჩევა.

10-11 ნოემბერს სპორტის მასწავლებლის - ბერდია ლუკავას ინიციატივით, შაშში შიდასაკლასო ტურნირი ჩატარდა. მოსწავლეები ტურნირში აქტიურად ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს. 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203