ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და სწავლისადმი ინტერესით გამოირჩევიან
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლას ნიჭიერი, ბეჯითი, აქტიური და განვითარებაზე ორინეტირებული მოსწავლეები ჰყავს.
ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად და დიდი ინტერესით მონაწილეობენ, შესაძლებლობებს ავლენენ და ცოდნას იღრმავებენ. ეს ყველაფერი კი სკოლაში შექმნილი გარემოსა და პედაგოგების უდიდესი დამსახურებაა.
ამჯერადაც, მე-10 და მე-11 კლასებში გამართული პრეზეტაციის მიმართ ინტერესი პატარებმაც გამოხატეს. ისინი გაკვეთილზე შევიდნენ, პროცესს აკვირდებოდნენ და გაჟღერებულ ინფორმაციას გულისყურით უსმენდნენ.
იხილეთ ფოტოები: