მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში სერტიფიკატები დაიმსახურეს
16-11-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს ხალისით ასრულებენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - სულხან დიასამიძემ და ბექა ღოღობერიძემ izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადა წარმატებით გაიარეს და სერტიფიკატებიც დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203