
ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, დირექცია და მასწავლებლები მოზარდებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ.
ამჯერად სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა, ნიჭი, შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლა მოსწავლეებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.
„ჩვენი გუნდის სახელით წარმატებას ვუსურვებთ პატარა მოაზროვნეებს შემდეგ ეტაპებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატი იყოფა სამ ნაწილად: შიდასასკოლო ჩემპიონატი, რეგიონალური პირველობა და ფინალი.
იხილეთ ფოტოები: