
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის, მათ ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. ამას მოწმობს, შთამბეჭდავი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები, რომლებსაც პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-2ბ კლასის მოსწავლეებს მეთოდის - სწავლა კეთებით, გამოყენებით სახალისო გაკვეთილი ჩაუტარდათ. გაკვეთილის თემა გახლდათ - „სახალისო ამბები“.
„მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა, ლია მასწავლებლისა და მშობლების აქტიური ჩართულობით, წარმოგვიდგინეს ტკბილი და გემრიელი გაკვეთილი - „ცომის კაცუნა“. გაკვეთილის მიზანი იყო ტექსტის გაგება-გააზრება; პრაქტიკული სამუშაოს შესრულება“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: