მუხიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
16-11-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და ბავშვებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია. მასწავლებელმა პირველკლასელები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო და სხვადასხვა საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

ჯადოსნური სამყაროს დასაწყისი - „აი ია“, მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ვიდეო:







 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203