მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში მწერალ ზელიმხან მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა.
მას სკოლის დირექტორი მადონა კვირიკაძე, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. მწერალმა საინტერესოდ ისაუბრა, დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა და სვანეთის მიმართ სიყვარული გამოხატა.
თავის მხრივ, შეხვედრის მიმდინარეობაში მოსწავლეებიც დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ წაკითხული მოთხრობების შესახებ ისაუბრეს და მწერალს კითხვები დაუსვეს.
ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, ბოლოს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„მწერალმა გამოხატა თავისი სიყვარული საქართველოს ამ ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხის -სვანეთის მიმართ. იგი დიდი სიყვარულით უხსნიდა მოსწავლეებს თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ქართველ ადამიანს თავისი ქვეყნის წინაშე, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდეს თავის გვარს, პატივი სცეს მამა-პაპის ხსოვნას, ქართულ კულტურას და ტრადიციებს.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი და მოწონება გამოხატეს მწერლის შემოქმედების მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს მწერალთან, სიყვარულშიც გამოუტყდნენ და მასთან კვლავ შეხვედრის სურვილი გამოთქვეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: