„ოქროსფერი შემოდგომა“- ქინძათის საჯარო სკოლის პირველ კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
16-11-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

„ოქროსფერი შემოდგომა“ 1-ელ კლასში გაიმართა, ის წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა. პატარები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, ისინი საზეიმოდ გადმოეწყვნენ და ლამაზი ღონისძიება გამართეს. 

კლასი შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ღონისძიების ორგანიზატორი ბუნების მასწავლებელი თინათინ ჩუბინიძე იყო, ხოლო კლასის დამრიგებელი ნუნუკა ლომიძეა.

„წელიწადის ყველა დრო თავისებურად ლამაზი და მომხიბვლელია, მაგრამ შემოდგომას განსაკუთრებული ფერები აქვს. ისეთი ფერადი და ლამაზია შემოდგომა, როგორიც 1-ელი კლასის პატარები იყვნენ.
მათ გაალამაზეს სამყარო, გაალამაზეს მასწავლებლების და მშობლების გულები...
დიდი მადლობა ბუნების მასწავლებელს, თინათინ ჩუბინიძეს ამ ულამაზესი დღისთვის, მადლობა გაკვეთილზე განხორციელებული მრავალი ფერადი აქტივობისთვის!..მადლობა მშობლებს თანადგომისთვის!..
კიდევ უამრავი თაობა აღგეზარდოთ, თინიკო მასწავლებელო და კიდევ უამრავ ფერად შემოდგომას გილოცავთ თქვენს პატარებთან ერთად...
მადლობა კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ ეს დღე ასე გაულამაზეთ ჩემს პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203