მომავლის ბიზნეს სკოლის მოსწავლეები ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მომავლის ბიზნეს სკოლაში სასკოლო პროექტი - კულტურული მემკვიდრეობა ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. მათ გარემო დაათვალიერეს, დაცული ექსპონატების შესახებ ინფორმაცია გაიგეს და ცოდნა გაიღრმავეს.
ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მაია გუმბერიძეა.
იხილეთ ფოტოები: