კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები თიხის დამუშავების პროცესს გაეცნენ
16-11-2022
ქართულ ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს, სასკოლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო გასვლითი აქტივობა ჩაუტარდათ. 

ისინი პედაგოგ ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით, სოფელ შროშას თიხის საწარმოს ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი ნივთიერების და გარემოს მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო. აქტივობამ ნაყოფიერად ჩაიარა მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს და პრაქტიკულად ნახეს ნივთიერების თვისებები და მათი გარდაქმნები. ისინი დიდი ინტერესით უცქერდნენ თითოეული ნივთის დამზადების პროცესს.

„საწარმოში კეთილი განწყობით დახვდნენ მასპინძლები ჩვენს მოსწავლეებს. მათ დაუზარებლად აჩვენეს და სრულყოფილად აუხსნეს თიხის დამუშავების პროცესი. ბოლოს, ისინი საჩუქრებით და ემოციებით დათვირთული დაბრუნდნენ სკოლაში“,- აცხადებენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203