თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისური კულტურის თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს და პრეზენტაცია მოაწყვეს
16-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის, თამარისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და მნიშვნელოვან ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ხშირად აწყობენ პრეზენტაციებს საინტერესო და აქტუალურ თემებზე, რომელთა შორის, ერთ-ერთი მასშტაბური გახლდათ პროექტი - „თბილისი კულტურათა ცენტრი“.

თამარისის N1 საჯარო სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თბლისის მრავალეროვანი კულტურის უნიკალური ძეგლების მინი-მოდელები, რომლებიც საკუთარი ხელით შექმნეს. ღონისძიება მიმდინარეობდა თბილისური ფოლკლორის - პოეზიის, ცეკვისა და სიმღერის თანხლებით. პროექტის ხელმძღვანელი კი გახლავთ ციცინო აბრამიშვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203