
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა, მარი ჩაფიძემ მე-4 კლასის მოსწავლეებს აჩვენა პრეზენტაცია და ვიდეორგოლი ტოლერანტობის თემაზე.
მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატი.
16 ნოემბერს ტოლერანტობის მსოფლიო დღე აღინიშნება. გაეროს ინიციატივით, ეს დღე 1996 წელს დაწესდა.
იხილეთ ფოტოები: