„შემოდგომისფრად“ მორთული საკლასო ოთხი და შთამბეჭდავი ღონისძიება ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში
16-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. იმავდროულად, ბავშვები მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში და თემატურ ღონისძიებებსაც ხშირად აწყობენ.
ამჯერად გიამბობთ საშემოდგომო ღონისძიების შესახებ, რომელიც ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, სუსანნა ამაზარიანის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.
ბავშვებმა მოაწყვეს თემატური კუთხე, შემოდგომისფრად მორთეს საკლასო ოთახი, შეასრულეს საინტერესო აქტივობები და ღონისძიების დასასრულს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს