ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი ილიას მოთხრობები წაიკითხეს და ნახეს თემატური ფილმი
16-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ჩამდურის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დასწრებითი ფორმატის სწავლებას მონატრებული მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან იმ ცოდნას, რასაც სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება სთავაზობს და არც ისტორიულ ფაქტებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ერისთვის.

ამჯერად, ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ილია ჭავჭავაძის ხსოვნას; მისი დაბადების 185 წლისთავთან დაკავშირებით, ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, მოიძიეს ჭავჭავაძის წიგნები, გაეცნენ მის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას, აქტივობის დასასრულს კი ნახეს თემატური ფილმი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203