აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელის უკონტაქტო სადეზინფექიო დისპენსერი შექმნეს
16-11-2022
ვოვა ვეკუას სახელობის, აფხაზეთის ნ3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ პროექტში STEAM - განათლების ხელშეწყობა, მზარდი ინოვაციური გონება, რომლის ფარგლებშიც, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებლის, მაია ქარჩავასა და ინგლისურის პედაგოგის, სოფია ღურწკაიას ხელმძღვანელობით შექმნეს ხელების უკონტაქტო სადეზინფექციო დისპენსერი.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დაწესებულებაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელი იყო ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. სწორედ, ამ გამოწვევამ გააჩინა იდეა, ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილიყო და აწყობილიყო „ჭკვიანი მანქანა" - ხელების უკონტაქტო სადეზინფექციო დისპენსერი, რომელიც შესაბამისი სენსორის მეშვეობით რეაგირებს და არ ქმნის მოწყობილობასთან შეხების საჭიროებას. ეს გარემოება კი უფრო მოქნილს და პრაქტიკულს ხდის დისპენსერს. თანაც ასეთი მოწყობილობები იძლევა იმის საშუალებას, რომ თავიდან ავიცილოთ სითხის იატაკზე დაღვრა“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს