ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლას ნიჭიერი, ბეჯითი და შედეგზე ორინეტირებული მოსწავლეები ჰყავს.
ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, მათ არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს, რომელთა თემაც „ოქროსფერი შემოდგომა“ იყო.
მოსწავლეთა ნამუშევრები, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთისგან განსხვევებული და საინტერესო იყო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: