
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, ამისთვის კი, მომავალ თაობას მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში კითხვის სამფაზიანი გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ლანა კილაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, გამოთქვეს ვარაუდები, წაიკითხეს ტექსტი პაუზებით, დასვეს სხვადასხვა დონის შეკითხები, შეავსეს კოგნიტური სქემები.
მასწავლებელმა გამოიყენა დიფერენცირებული მიდგომა, მოსწავლეებს მიეცათ მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი დავალებები.
იხილეთ ფოტოები: