ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონგრესზე უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
16-11-2022
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან ღონისძიებებში ხშირად და დიდი წარმატებით ერთვებიან, რაც სკოლაში შექმნილი გარემოსა და პედაგოგების უდიდესი დამსახურებაა. ახალგაზრდები საერთაშორისო ასპარეზზეც დიდ წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, მოსწავლეები ICYR 2022-ის ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონგრესზე უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

აღნიშნული კონგრესი ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში გაიმართა. ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები სწორედ იქ იმუოფებოდნენ.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის სექციაში, წარმატებულად იასპარეზა. კონგრესში მონაწილე ქართველი მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი კვლევითი პროექტები წარმოადგინეს, უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების დასასრულს, ახალგაზრდებმა ქალაქის ღირშესანიშნაობები - ღვთისმშობლის ბაზილიკა, სარაგოსას ტაძარი, ალჯაფერიას სასახლე, ტრუბადურის კოშკი, სან პაბლო დე სარაგოსას ეკლესია, ხელოვნების ნიმუშებით მდიდარი გოიას მუზეუმი მოინახულეს.

„ახლა კი ესპანეთის ულამაზეს ქალაქ, ბარსელონას ესტუმრნენ. წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი ელით.
ბედნიერ დღეებს ვუსურვებთ ჩვენს წარმატებულ გუნდს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203