ეშტიის N1 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელები ჯივანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
16-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა განვითარებაზე. ბავშვები იღებენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ აქტიურად მუშაობენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და ამისთვის სხვადასხვა გასვლითი აქტივობაც ტარდება.
ახლახან, ეშტიის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან - სიუზანა არაქლიანსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან - ოღიდარ ანტონიანთან ერთად, ჯივანის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
გასვლითი აქტივობა პედაგოგების ინიციტივით ჩატარდა, ჯივანის სახლ-მუზეუმში კი ბავშვები გაეცნენ აშუღის ცხოვრება-მოღვაწეობას;
ექსკურსიამ მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, მოსწავლეებმა შეიტყვეს საიტერესო ფაქტები, მიიღეს ამომწურავი პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე და ექსკურსიის დასასრულს სურვილი გამოთქვეს, მსგავსი გასვლითი აქტივობები მომავალში ხშირად ჩატარდეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს