„ჩვენ საქართველოს შვილები ვართ“- თბილისის N174 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო პროექტი
16-11-2022

თბილისის N174 საჯარო სკოლის მე- 4 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩვენ საქართველოს შვილები ვართ“ განახორციელეს. 

მე-4 კლასის ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო საინტერესო თემებითაა გაჯერებული - გვეუბნება მოსწავლეთა პედაგოგი და გვიყვება თუ როგორ გაჩნდა პროექტის იდეა. 

მისი თქმით, მე- 4 კლასის მოსწავლეთა ყურადღება მიიქცია საქართველოს კუთხეების შესახებ ინფორმაციამ. ამ თემასთან დაკავშირებით პედაგოგმა მოსწავლეებს დავალებად მისცა ჩამოეწერათ და ინფორმაცია მოეძიებინათ საქართველოს იმ კუთხის შესახებ, საიდანაც იყვნენ წარმოშობით. ასე შეიქმნა პროექტი - „ჩვენ საქართველოს შვილები ვართ“.

მოსწავლეებმა პროექტს წარმატებით გაართვეს თავი და ნიჭი, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203