ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ორი კლასის მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს
16-11-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურა მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის სწავლებას - სწორედ პედაგოგების ძალისხმევისა და შრომის შედეგად, მოსწავლეები ბოლომდე იაზრებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იცოდნენ ქართული ენა სამომავლოდ წარმტებისა და კარიერული ზრდისთვის.
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ასევე ტარდება თემატური ღონისძიებები და ერთ-ერთი მათგანი, რომლის ორგანიზატორიც ქართული ენის პედაგოგი გახლდათ, შემოდგომის თემატიკას მიეძღვნა.
მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად, მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები, აქტივობამ კი ხალისიანად ჩაიარა