ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის ინიციატივით და მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნების მიზნით, არაერთი საინტერესო შეხვედრა და აქტივობა ტარდება.
ამჯერად, სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის, მათ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია; ამასთან, შეხვედრის დასასრულს დებატები გაიმართა სამინისტროს წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს შორის, რომელშიც მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ.