წყალტუბოს N4 სკოლის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდთან ერთად საინტერესო პროექტი დაგეგმეს
16-11-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის - „სოხუმი“ წარმომადგენელ ხათუნა გოგუას საინტერესო შეხვედრა შედგა. 

შეხვედრაზე ახალი პროექტი - „შინ მშვიდობიდან, მსოფლიო მშვიდობამდე“ დაიგეგმა, დაისახა განხორციელების ეტაპები და მთავარი მიმართულებები.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი ხედვები და საინტერესო აქტივობები წარმოადგინეს. 

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე -ქობულია ესწრებოდა. მან ამ მნიშვნელოვან და აქტუალურ პროექტს თანადგომა გამოუცხადა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203