თელეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
16-11-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.
ისინი დამრიგებლის (მ. ბუდაღაშვილი) ხელმძღვანელობით, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დიდი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მასალები წარადგინეს. ისაუბრეს შემდეგი მიმართულებებით: სულხან - საბა, როგორც მეიგავე, სულხან-საბა, როგორც ლექსიკოლოგი და სულხან-საბა, როგორც დიპლომატი.
აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
„ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური იყო შემოდგომის ლურჯი ცის, მზისა და ყვითელი ფოთლების ფონზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს