ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები არსენ ფოჩხუა-კოლხის შემოქმედებას გაეცნენ
16-11-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ერთვებიან. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეები არსენ ფოჩხუა-კოლხის შემოქმედებას გაეცნენ. მათ ნამუშევრები უდიდესი ინტერესით დაათვალიერეს, თავიანთი შეხედულება გამოთქვეს და ხელოვანზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გაიგეს. 

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებზე ნანახმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. 

აღსანიშნავია, რომ მათ მასწავლებლები მსგავს აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203