დილისკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასლებმა ანაბანის სწავლის დაწყება იზეიმეს
16-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკის N1 საჯარო სკოლაში აქტიური საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდბული ინფორმაციის მიხედვით პირველი კლასის მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა. ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, პედაგოგის ინიციატივით, კლასში საინტერესო და ლამაზი ღონისძიება ჩატარდა. ამასთან, მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯადოსნური და ფერადი შემოდგომის დამახასიათებელ თვისებებზე გაეცნენ სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოებებს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.