„თბილი ფერების ჰარმონია“ - ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
16-11-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს, აქტივობებსა თუ კონკურსებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

მათ შორის, სკოლაში მოეწყო საშემოდგომო გამოფენა - „თბილი ფერების ჰარმონია“.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და ნახატებით და აპლიკაციებით, თბილი ფერების საშუალებით გადმოსცეს შემოდგომის განწყობა. 

მოსწავლეთა ხელოვნების მასწავლებელი ნ.გეგელაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203