ფერიის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საყვარელი წიგნების პრეზენტაცია გამართეს
16-11-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. დირექცია და პედაგოგები ბავშვებს წიგნს პირველი კლასიდანვე აყვარებენ და ასწავლიან კითხვის კულტურას, ამ მიზნით, კი მათ არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ.

ამჯერად, ფერიის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საყვარელი წიგნების პრეზენტაცია გამართეს.

ბავშვებმა შეიმუშავეს გეგმა, რომელიც გაუადვილებდათ პრეზენტაციის მომზადების პროცესს. დახატეს მათი შთაბეჭდილებებიც, ჩასწვდნენ მთავარ სათქმელს და ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული ცოდნა.

ბოლოს კი მოუწოდეს თანატოლებს - რაც შეიძლება მეტი იკითხონ! 

აქტივობას პედაგოგი ლელა აბაშიძე ხელმძღვანელობდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203