ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა „იმერული შემოდგომა ადედოფლეს“
16-11-2022
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში „შემოდგომის დღესასწაული“ გრძელდება და სხვადასხვა კლასების მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, დაწყებითი კლასის მიერ ჩაარებული აქტივობის შესახებ გიამბობთ, რომელმაც საოცარი ემოოცითა და დადებითი მუხტით „მოაჯადოვა“ სასკოლო საზოგადოება.

„შემოდგომის მიწურულს კიდევ ერთი ფერადი, პატარების ჟრიამულით გაჯერებული დღე „ვადედოფლეთ“ ჩვენს სკოლაში. „იმერული შემოდგომა“, -  ასე დავარქვით ამ ლამაზ დღეს.

გავითამაშეთ საინფორმაციო გამოშვება, პირდაპირ ეთერში ჩაერთო კორესპონდენტი, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ბაღდათში და პირდაპირ ეთერში გააშუქა იმერელი გლეხის შემოდგომა. აღსანიშნავია, რომ მხიარული სიმღერების ფონზე დავკრიფეთ ყურძენი და დავწურეთ კიდეც. აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისისთა და მონდომებით უვნენ ჩართულნი და ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ ეს დღე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ აქტივობის ამსახველი ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203