ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა, გარემოსდაცვით პროექტში მოგებული ვაუჩერით, წიგნები შეიძინა
16-11-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „ფესვები“ ახალგაზრდულ გარემოსდაცვით პროექტში - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022, წარმატებით იასპარეზა. 

კლუბმა პროექტის ნახევარფინალი და ფინალი გაიარა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, გამომცემლობა „ლიგამუსის“ წიგნების ვაუჩერი დაიმსახურა. 

სკოლაში წიგნები უკვე შეიძინეს და პროექტის მონაწილე მოსწავლეებს გადასცეს. 

პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის, სკოლაში ეკოკლუბის თითოეულ წევრსა და ხელმძღვანელ ლია გოგილაშვილს დიდ მადლობას უხდიან. ასევე, მადლობლები არიან ორგანიზაცია CENN-ის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203