წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
16-11-2022

წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

სკოლის V-VI კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თამთა ჯალაღონიასთან და ისტორიის მასწავლებელ ნინო ზარქუასთან ერთად ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია მწერლის შვილმა, დაჩი იოსელიანმა, რისთვისაც მას სკოლაში მადლობას უხდიან. 

„მან საინტერესოდ და შინაარსიანად ამოგზაურა პატარები მწერლის სამყაროში. მადლობა ბატონ დაჩის პატარების გულთბილი მიღებისთვის. მოსწავლეებმა გადაიღეს ფოტოები და საინტერესო ვიზიტი გააგრძელეს გელათის საკათედრო ტაძარში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203