გაიცანით ქვიტირის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები
17-04-2018
ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სატელევიზიო თამაშ „წიგნების თაროში“ მონაწილეობდნენ. X და XI კლასის მოსწავლეებმა თაკო სურგულაძემ, ქრისტინე ჩიტეიშვილმა და ლილე გრიგალაშვილმა პროექტის მეთექვსმეტედფინალში ითამაშეს.
გოგონების გუნდი თბილისის კერძო სკოლა „პოლიგლოტს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში მერვედფინალის საგზური მოიპოვეს.
სკოლის მე-11 კლასელი თამარ სურგულაძე კი ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდა.
კონკურსის ფარგლებში 4000-მდე მონაწილიდან 35 ფინალისტი შეირჩა და მათ შორის თამარიც, რომელიც ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“