ჭალადიდის საჯარო სკოლის I კლასში იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
16-11-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, მასწავლებელ ეკა სიგუას ხელმძღვანელობით, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიუძღვნეს. 

იაკობ გოგებაშვილის საღამო შთამბეჭდავად წარიმართა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმოგზაურეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ბილიკებით, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ბავშვებმა ასევე შექმნეს კედლის გაზეთი, რომელიც დიდი ქართველი მწერლის ღვაწლს მიუძღვნეს. მოსწავლეებმა სიტყვებიც ააწყვეს ნასწავლი ასო-ბგერებით...

„მიყვარს ეს პატარა მოსწავლეები“,- ამბობს პედაგოგი ეკა სიგუა, რომლმაც ძალ-ღონე არ დაიშურა და პატარებს ნამდვილად ლამაზი საღამო აჩუქა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203