ილემის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
16-11-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ, სხვადასხვა კონკურსში რთავენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად სკოლაში, გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. თამაში საინტერესოდ წარიმართა. 

როგორც სკოლის დირექტორის მოადგილე ციალა გაბუნიას გვეუბნება, მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ და ცოდნა და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203