იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, მაგიდის ჩოგბურთში II საპრიზო ადგილი დაიკავეს
16-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

მოსწავლეებმა სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში II საპრიზო ადგილი დაიკავეს. 

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - ნიკოლოზ გიორგაძეს და ანდრია ცინცაძეს II ადგილის დაკავებისათვის სიგელი გადაეცათ. მოსწავლეთა მასწავლებელი ზვიადი კეკელიძე გახლავთ. 

ოლიმპიადა მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203