„დედამიწა და ჰორიზონტის მხარეები“- იანეულის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვიტარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში თემაზე - „დედამიწა და ჰორიზონტის მხარეები“ იმუშავეს.
მოსწავლეები აქტივობაში, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: