ზიკილიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
16-11-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსებში რთავენ. 

მათ შორის, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი - „მოაზროვნეები“.

კონკურსში მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები თამაშში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც სიგელი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203