ოკამის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
15-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ხშირად იმართება.
ამჯერად, ლიტერატურული საღამო მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები წაიკითხეს. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინეს.
ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს