ქვემო მახოს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები არქეოლოგიური მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
15-11-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი, მათ ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სწორედ ამას მოწმობს სკოლაში ჩატარებული მორიგი შთამბეჭდავი საგანმანათლებლო აქტივობა.

VI კლასის მოსწავლეები „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას არქეოლოგიას გაეცნენ. ამის შემდეგ კი გადაწყვიტეს დაეთვალიერებინათ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი.

12 ნოემბერს, მეექვსეკლასელები, კლასის ხელმძღვანელ ჟუჟუნა დევაძესთან ერთად, მუზეუმს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „საბავშვო არქეოლოგია“ მიიღეს მონაწილება და შესწავლილი თემა პრაქტიკული აქტივობებით გაიმყარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203