ქუთაისის N22 სკოლის ფრენბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ქუთაისის მუნიციპალურ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავეს
15-11-2022

ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-ის“ ფარგლებში გამართულ ქუთაისის მუნიციპალურ თამაშებზე ქუთაისის საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდები ერთმანეთს ფრენბურთში დაუპირისპირდნენ.

ქუთაისის ჩემპიონები როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა შორის ნესტორ გოქაძის სახელობის ქუთაისის N22 საჯარო სკოლა გახდა და მომდევნო ეტაპზე, რეგიონალურ ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ორივე გუნდი ქუთაისს წარმოადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა სპორტულ ოლიმპიადებში რთავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203