თელავის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადოვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
15-11-2022

თელავის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ბავშვების მოტივაციასა და ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, გასართობ, საზეიმო თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს. აქტივობა - „კართან მოდგა შემოდგომა“ შთამბეჭდავად წარიმართა. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს. ბავშვებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოდგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

ღონისძიება დაწყებითი კლასების დამრიგებლები - ელისო ღოღაძე და ეთერ გაგანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203