წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის შთამბეჭდავი გაკვეთილი
15-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-11ა კლასში საინტერესო და აკადემიური შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს მასწავლებელი ფაქიზო ფანჩულიძე უძღვებოდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა მიმოიხილეს ტატოს ბიოგრაფია, მისი გიმნაზიაში სწავლის პერიოდი, განჯაში გატარებული უკანასკნელი წლები და ინფორმაცია გაცვალეს.
გარდა ამისა, მეთერთმეტეკლასელებმა კომპლექსური დავალებებიც ბრწყინვალედ შეასრულეს.
კლასის ხელმძღვანელი ინგა არაბიძეა.
„პრეზენტაციები წარმოადგინეს პოეტის სევდა-ნაღველის გამომწვევი მიზეზების, სატრფიალო ადრესატების პოემა - „ბედი ქართლისას“ შესახებ. გაკვეთილს ლაიტმოტივად გასდევდა თავგანწირული სულისკვეთება შემოქმედისა. საინტერესო კომპლექსური დავალება - ერთ პოსტერში თავმოყრილი ბარათაშვილის შემოქმედება. მთელი გაკვეთილის განმავლობაში თავს იწონებდა დაფაზე, ხოლო მოსწავლეების ნაწილმა კომპლექსური დავალება „ფიქრები ბარათაშვილზე“ ესსეების სახით წარმოადგინა. ვფიქრობთ, ტატოს მებრძოლი სულისკვეთება და საინტერესო გაკვეთილით გამოწვეული სიამოვნება დიდხანს გაჰყვებათ მეთერთმეტეკლასელთ“,- გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს