ერთი დღე მანქანის გარეშე - უწერის საჯარო სკოლა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მსოფლოში უდიდეს მართონს შეუერთდა
ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მსოფლოში ყველაზე დიდ მართონს - „დრო იწურებას“ შეუარეთდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მარათონის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა აქცია ერთი დღე მანქანის გარეშე
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით მარათონში 89 ქვეყნიდან 859 სკოლის 364,968 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. საქართველო კი ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა 87 სკოლით!
მარათონის მიზანი გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მძლავრი გზავნილის მიტანაა - ავტორები კი ახალგაზრდები არიან მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხებათ კლიმატის ცვლილების გავლენა.
იხილეთ ფოტოები: