„ქიმერიონი“- ყელქცეულის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი დაფუძნდა
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.
ყურადღება ეთმობა კლუბურ მუშაობასაც. სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი - „ქიმერიონი“ დაფუძნდა. მისი სლოგანია - „იკითხე, ისწავლე, იაზროვნე!“
გაიმართა ღონისძიებაც, ჩამოყალიბდა კლუბის სამოქმედო გეგმა. აქტივობამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მორივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: