წინუბნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადოვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
16-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის მე-4 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. 

ის შემოდგომას მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისთა და ინტერესით ჩაერთნენ, წაიკითხეს ლექსები და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლა შესაბამისი დეკორაციითა და შემოდგომის ნობათით, ასევე სხვადასხვა ფორმის და ფერის ფოთლებით, ხილითა და ბოსტნეულით იყო მორთული. 

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ჩურჩხელები ამოავლეს და შემოდგომის შესახებ ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203