საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გეოგრაფიასა და ისტორიაში შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ 
15-11-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინელი ვიბლიანმა და ისტორიის მასწავლებელმა სულიკო შავაძემ VII-VIII კლასებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს.

გაკვეთილის თემა იყო - რელიგიების გავრცელება საქართველოში, სოფელში მდებარე საკულტო ნაგებობების ადგილმდებარეობის განსაზღვრა გეოგრაფიულად. 

მოსწავლეებმა სოფელში მდებარე საკულტო ნაგებობები - ეკლესია და მეჩეთი მოინახულეს. გეოგრაფიულად განსაზღვრეს ნაგებობების მდებარეობა, შეადგინეს ადგილის გეგმა და გამოსახეს აღნიშნული ობიექტები. გაიხსენეს, თუ როგორ მეგობრულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ხალხები საქართველოში და რა წვლილი შეჰქონდათ მათ სახელმწიფოს კულტურის განვითარებაში.

გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო ინფორმაციული და შედეგზე ორიენტირებული.

„სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან დაკავშირებას გულისხმობს და უბიძგებს მოსწავლეებს ისწავლონ ერთი თემის მეორესთან დაკავშირება, ერთი საგნისა მეორესთან“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203