წინუბნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
15-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის წინუბნის საჯარო სკოლაში პირველი კლასში „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ანბანის შესწავლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.
 
„ბუშტებით, ღიმილით და გაბრწყინებული თვალებით შეხვდნენ ანბნის შემობრძანებას. მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები და შეასრულეს სიმღერები. პატარები იმედის თვალით უყურებდნენ ასოებს და ფიქრობდენ, ერთად რომ გადაშლიან წიგნს და შეაღებენ კარს ცოდნის სამყაროში. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა საზეიმო ტორტიც გაჭრეს“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203