ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთში, მუნიციპალურ პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
15-11-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ. 

მათ შორის, ძენწმანის საჯარო სკოლის VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეთა გუნდმა, ქედის სასპორტო სკოლის დარბაზში გამართულ მუნიციპალურ პირველობაზე მინი ფეხბურთში წარმატებით იასპარეზა და II საპრიზო ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203