სორის საჯარო სკოლაში შემდოგომის დღესასწაული მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
15-11-2022

ონის მუნიციპალიტეტის სორის საჯარო სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ სასწავლო გარემოს მრავალფეროვნებაზე და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა შემოდგომის დღესასწაული მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

„მხიარულად და ხალისიანად ჩაიარა ფერადი შემოდგომის ზეიმმა სორის საჯარო სკოლაში. ფერადი ფოთლები, ხილი, თათარა და ჩურჩხელები მოსწავლეებისთვის ღონისძიება ერთ დიდ, ლამაზ დღესასწაულად იქცა. 

ტკბილი რაჭული სიმღერების ფონზე ნათელა ბებოს მიერ მოდუღებული თათარაში კი მოსწავლეები და მასწავლებლები ერთნაირი ხალისით ავლდბენენ ჩურჩხელებს. აღსანიშნავია, რომ ღონსიძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, იცეკვეს და იმღერეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203