ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
15-11-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მასწავლებლებმა ვიქტორინა ჩაატარეს. 

ღონისძიებაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები ინტელექტუალურ კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს, აქტივობებსა და კონკურსებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203